English / ქართული / русский /
მარიამ ებრალიძე მაია სოსელია
ლაბორატორიული შეცდომების მონიტორინგის მნიშვნელობა კლინიკური ლაბორატორიის მენეჯმენტში

ანოტაცია. კლინიკური ლაბორატორიული ტესტების გამოყენება დიაგნოზის დასმის პროცესში გადაწყვეტილების მისაღებად, წარმოადგენს კლინიკური მედიცინის განუყოფელ ნაწილს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა 60-70% დაფუძნებულია ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე, შესაბამისად ლაბორატორიულ ტესტების  საიმედოობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციამ, სტანდარტიზაციამ და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ლაბორატორიული ტესტების ანალიტიკური საიმედოობა, ლაბორატორიულ შეცდომებს მაინც აქვს ადგილი ტესტირების პრეანალიტიკურ, ანალიტიკურ და პოსტანალიტიკურ სტადიებზე. ლაბორატორიის მენეჯერის მოვალეობაა შეამციროს ამ შეცდომათა რიცხვი.

ლაბორატორიაში, ტესტირების ნებისმიერ ეტაპზე დაშვებული შეცდომის გამო ხდება ნიმუშის უარყოფა, რაც,თავის მხრივ მოითხოვს  ნიმუშის ხელახალ შეგროვებასა და ტესტირებას, რასც იწვევს პასუხის დაგვიანებიტ გაიცემას. ნებისმიერ შეყოვნებას შეიძლება ჰქონდეს საზიანო შედეგი პაციენტის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად ლაბორატორიული შეცდომების მონიტორინგი და კონტროლი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კლინიკური ლაბორატორიების მენეჯმენტში, სარწმუნო და დროული პასუხების გაცემა, ლაბორატორიის მომსახურების ხარისხის მაჩვენებელს წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: კლინიკური ლაბორატორიის მენეჯმენტი; ლაბორატორიის მენეჯერი; ლაბორატორიული შეცდომების მონიტორინგი; ლაბორატორიული მომსახურების ხარისხი. 

შესავალი 

აშშ-ს მედიცინის ინსტიტუტის მოხსენებაში სათაურით ,,შეცდომა არის ადამიანური’’ ნათქვამია, რომ ყოველწლიურად 98000 ადამიანი იღუპება პრევენცირებადი შეცდომების გამო. ამ დაკვირვებიდან 10 წლის შემდეგ, აშშ-ს მომხმარებელთა კავშირმა გამოაქვეყნა მოხსენება სათაურით ,,შეცდომა არის ადამიანური-დაგვიანება არის მომაკვდინებელი’’ საგანგაშო ქვესათაურით ,,10 წლის შემდეგ, მილიონობით დაკარგული სიცოცხლე, მილიარდობით გაფლანგული დოლარი’’.

კლინიცისტებისთვის ხელმისაწვდომი ლაბორატორიული ტესტთა რაოდენობა მუდმივად მზარდია. დღესდღეობით, საცნობარო ლაბორატორიების მიერ შესრულებული კვლევების რაოდენობა 3000 შეადგენს,  ჩვეულებრივ შეკვეთილი ტესტების გარდა (მაგ.,: სისხლის საერთო ანალიზი; ნატრიუმის, კალიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა და ა.შ), რომლებიც მუდმივად სრულდება  საავადმყოფოებში არსებულ ლაბორატორიათა უმეტეს ნაწილში. ლაბორატორიული ტესტების რაოდენობის და სირთულის მუდმივი ზრდა იწვევს  არასაჭირო და შეუსაბამო ტესტების შეკვეთის შესაძლებლობას. ამგვარმა პრაქტიკამ, ჯანმრთელობის  დაცვის მომსახურების ღირებულების გაზრდის გარდა, შეიძლება შეაფერხოს დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

კლინიკური ლაბორატორიული ტესტების შედეგების გამოყენება დიაგნოზის დასმის დროს წარმოადგენს კლინიკური მედიცინის განუყრელ ნაწილს. პეციენტის მიღება, გაწერასა და მედიკამენტების შესახებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა 60-70%  დაფუძნებულია სწორედ ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე. შესაბამისად, ლაბორატორიული კვლევების ხარისხსს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციამ, სტანდარტიზაციამ და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ლაბორატორიული ტესტების ანალიტიკური საიმედოობა, ლაბორატორიულ შეცდომებს მაინც აქვს ადგილი ტესტირების პრეანალიტიკურ, ანალიტიკურ და პოსტანალიტიკურ სტადიებზე. 

კვლევის მიზანი 

ლაბორატორიის ხარისხი იზომება ტესტის TAT (turnaround time)-ის მიხედევით, იგი წარმოადგენს დროის ინტერვალს ტესტის შეკვეთიდან პასუხის გაცემამდე. 

ლაბორატორიული მომსახურების მაღალ ხარისხზე მიუთითებს: მინიმალური TAT, საიმედო და ზუსტი შედეგით.

იმისათვის, რომ ლაბორტორიამ მიღწიოს მინიმალურ TAT-ს, სარწმუნო რეზულტატით, აუცილებელია შემცირდეს უარყოფილი ნიმუშების რაოდენობა. ნიმუშების უარყოფა, კვლევის ჩატარების ნებიესმიერ ეტაპზე, საჭიროებს ნიმუშის ხელახალ შეგროვებას და მის ანალიზს, რაც, შესაბამისად აფერხებს პასუხის გაცემას. გარდა ამისა, ნიმუშების ხელახალი შეგროვება ლაბორატორიისთვის დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, რადგან საჭიროებს დამატებით რესურსებს, რაც აისახება ლაბორატორიული მომსახურების ხარისხზე. ლაბორატორიული შეცდომების კონტროლი, ტესტირების თითოეულ ეტაპზე, წარმოადგენს ლაბორატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას.

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს, გამოვკვეთოთ მენეჯერული გამოწვევები, რომლებიც ისახება ლაბორატორიების ხარისხის კონტროლისას, მათი ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

ლაბორატორიული შეცდომები 

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომათა რიცხვი ლაბორატორიულ მედიცინაში ზოგადად დაბალია, ლაბორატორიაში დაშვებული ნებისმიერ შეცდომის გამო შესაძლებელია პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას,  არასწორი დიაგნოზის ან არასაჭირო მკურნალობის დანიშვნის გამო. ბოლო წლებში, როგორც CLIA, ასევე აკრედიტაციული ორგანიზაციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ როგორც,  ხარისხის კონტროლს ასევე, ლაბორატორიული რისკის მენეჯმენტს.

ლაბორატორილ ტესტირების მთლიანი პროცესის თითოეული ეტაპის გაანალიზება წარმოადგენს კრიტიკულ ნაწილს ლაბორატორიული მომსახურების გაუმჯობესებისა და შეცდომების შემცირების პროცესში. ტესტირების მთლიანი პროცესი მოიცავს 3 ძირითად ეტაპს:

  • · პრეანალიტიკური ფაზა: იგი მოიცავს პერიოდს ნიმუშის შეგროვებიდან, მათ ლაბორატორიაში მოხვედრამდე.
  • · ანალიტიკური ფაზა: მოიცავს უშუალოდ ტესტირებას, კვლევის პროცესს და შედეგის ინტერპრეტაციას.
  • · პოსტანალიტიკური ფაზა: მოიცავს კვლევის შედეგის გაცემას.

ლაბორატორიული შეცდომები ხდება ტესტირების საერთო პროცესის თითოეულ ეტაპზე. დადგენილია, რომ შეცდომათა უდიდედი ნაწილს ვხვდებით ნიმუშების შეგროვების ფაზაში, რაც გამოწვეულია სტანდარტიზაციის პროტოკოლების სიმცირით. ძირითად მიზეზს, კი წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რთულია ანალიტიკური პროცესის იმ შემადგენელი ნაწილების კონტროლი, რომლებიც უშუალოდ ლაბორატორიის დაქვემდებარების ქვეშ არ არიან მაგ: ფლებოტომისტი (პირი, რომელიც სისხლის ნიმუშს იღებს).

ლაბორატორიებში დაშვებულ შეცდომათა 84.5% სწორედ პრეანალიტიკურ ეტაპზე გვხვდება. ასევე, უნდა ავღნიშნოთ, რომ განსხვავებაა შეცდომათა სიხშირეში სტაციონარულ და ამბულატორიულ პაციენტების კვლევებს შორის, რაც ძირითადად დაკავშირებულია ადამიანურ ფაქტორთან, სისხლის ნიმუშის აღების უნართან და პაციენტთა რაოდენობასთან.

ნიმუშთა უარყოფის მეორე ყველაზე ხშირ მიზეზს, კი სისხლის არასაკმარისი რაოდენობა წარმოადგენს (ცხრილი 1).

ცხრილი 1.

ლაბორატორიული შეცდომები- პრეანალიტიკა 

შეცდომის ტიპი

ნიმუშთა სიხშირე

%

ჰემოლიზური ნიმუში

508

53.2

არასაკმარისი რაოდენობის ნიმუში

72

7.5

გაურკვეველი ხელნაწერი

69

7.2

არასწორი იდენტიფიკაცია

44

4.6

შეკვეთის მიმართვა ნიმუშის გარეშე

16

1.7

ცარიელი სინჯარა

10

1.0

ლიპემიური ნიმუში

7

0.7

ცენტრიფუგაში გატეხილი სინჯარა

6

0.6

ექიმის მიერ შეკვეთილი გამორჩენილი კვლევა

4

0.4

პრეანალიტიკური ფაზა სრულად

736

77.1

 

იმის მიუხედავად, რომ ავტომატიზაციამ, სტანდარტიზციამ და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა საგრძნობლად გაზარდეს კვლევების ანალიტიკური საიმედოობა და სიზუსტე, მაინც ვხვდებით შეცდომებს ანალიტიკურ ფაზაში (ცხრილი 2).

ცხრილი 2.

ლაბორატორიული შეცდომები - ანალიტიკა 

  შეცდომის ტიპი

ნიმუშთა სიხშირე

%

სისტემური შეცდომები

 

36

3.8

შემთხვევითი შეცდომები

15

1.6

კალიბრაციის გადახრა

10

1.0

შეუსაბამობა QC-სთან

6

0.6

რეაგენტის კონტამინაცია

8

0.4

ანალიტიკური ფაზა სრულად

75

7.9

პოსტანალიტიკურ ეტაპზე, ყველაზე ხშირად ვხვდებით შემდეგ ცდომილებებს: მცდარი შედეგის დადასტურება, შედეგების დაგვიანებული გაცემა, არ გაცემა ან გაცემა არასწორ ადრესატზე. კვლევებით დადგენიალია, რომ პოსტანალიტიკური შეცდომები, საერთო შეცდომების 14.9% შეადგენს.

ლაბორატორიული შეცდომები,  აღმოჩენის შემთხვევაში, იწვევენ ნიმუშის უარყოფის აუცილებლობას, ხდება ნიმუშის განმეორებით შეგროვება და ანალიზი, რაც იწვევს შედეგების დაგვიანებულ გაცემასა და დამატებითი ხარჯების გაწევას ლაბორატორიის მხრიდან. ყოველივე ზემოთხსენებული, გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე. შესაძელებილია დაშვებული შეცდომა არ იქნას აღმოჩენილი, რაც გავლენას მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობაზე არასწორი მკურნალობის კურსის დანიშვნის გამო.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლაბორატორიაში დაშვებულ შეცდომებს აქვს გავლენა ფინანსებზე, მომსახურების ხარისხზე და რაც ყველაზე მნიშვნელივანია, პაციენტის ჯანმრთელობაზე. მსგავსი შეცდომები ამცირებს ლობორატორიის რენტაბელობას, შესაბამისად ლაბორატორიული შეცდომების მინიმიზაცია ლაბორატორის მენეჯმენტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

ლაბორატორიული შეცდომების მონიტორინგი და კონტროლი წარმოადგენს ძალზედ ეფექტურ და მნიშვენლოვან კომპონენტს ლაბორატორიული საქმის მართვაში. ეფექტური მენეჯმენტი ინდიკატორია საიმედო შედეგების მიღებისათვის. 

დასკვნა 

კვლევაში ჩვენ გავაანალიზეთ ლაბორატორიული ოპერაციები მთლიანი ტესტირების თითოეულ ეტაპზე (პრე, პოსტ, ანალიტიკური). გამოვყავით შესაძლო შეცდომები თითოეულ ეტაპზე და ხაზი გავუსვით ლაბორატორიული შეცდომების კონტროლის აუცილებლობას ნიმუშის უარყოფის შემცირების მიზნით, რომელთაც პირდაპირი გავლენა აქვთ ლაბორატორიული მომსახურების ხარისხზე.

ლაბორატორიული კონტროლის ჩასატარებლად, აშკარაა, რომ აუცილებელია მოხდეს შეცდომების რეგულარული მონიტორინგი. იგი მოითხოვს ყველა შეცდომის და ასევე, ამ შეცდომის მიზეზების დოკუმენტაციის დეტალურ წარმოებას. ლაბორატორიის მენეჯერის მოვალეობაა, მოთხოვოს  ლაბორატორიის თანამშრომლებს, აღრიცხონ ყველა შეცდომა და მათი გამომწვევი მიზეზები. დოკუმენტირებული შეცდომების ანალიზი და მაკორექტირებელი ზომების მიღება მომავალში ამგვარი შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ხელს შეუწყობს ნიმუშის უარყოფის მინიმიზაციას და ამრიგად, ტესტირების საიმედო შედეგების უმოკლეს დროში გაცემას. ლაბორატორიული შეცდომების მონიტორინგი და კონტროლი ხელს შეუწყობს ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Solomon  DH,  et  al  (1998):  Solomon  DH,  Hashimoto  H,  Daltroy  L,  Liang  MH. "Techniques   to   improve   physician's   use   of   diagnostic   tests:   a   new   conceptual framework". The Journal of American Medical Association; Vol. 280, No.23, pp 2020-7.
  2. Stankovic  AK,  (2004).  "The  laboratory  is  a  key  partner  in  assuring  patient  safety".Clinical Laboratory Medicine; Vol.24, No.4, pp 1023-35.
  3. Steindel SJ and Novis DA, (1999). “Using outlier events to monitor test turnaround time: a College of American Pathologists  Q-Probes study in 496 laboratories”.  Archives of Pathology and Laboratory Medicine, Vol.123, pp 607-14.
  4. Valentin  PN et al, (2006):  Valentin  PN,  Raab  SS,  Walsh  MK.  "Identification  errors involving clinical laboratories: a college of American  Pathologist Q- Probes study of patient and specimen identification errors at 120 institutions". Archives of Pathology and Laboratory Medicine; Vol.130, pp 1106-13.
  5. Wians FH, (2009). "Clinical laboratory tests: which, why and what do the result mean?"LAB MEDICINE, Vol. 40, No.2, pp 105 -113.
  6. Wiwanitkit V, (2001). "Types and frequency of pre-analytical mistakes in the first Thai ISO 9002:1994 certified clinical laboratory, a 6-month monitoring". BMC Clinical Pathology; Vol.1, No.5
  7. Wolcott  J  et  al,  (2008):  Wolcott  J,  Schwartz  Amanda,  Goodman  C.  “Laboratory Medicine: A National Status Report”.